სამსხმელო წარმოება, ფოლადის ჩამოსხმა, სოფლის მეურნეობა და მებაღეობა, ლანდშაფტის მოწყობა, მშენებლობა, მსუბუქი ბეტონი, სამშენებლო ხსნარები, ბათქაშები, ქსოვილის შეღებვა და რეცხვა, კრიოგენული ავზების იზოლაცია, სითხეების ფილტრაცია, სასუქების წარმოება, კერამიკისა და მინის მრეწველობა, დინამიტის წარმოება, ადამიანისა და ცხოველის სამკურნალო პრეპარატები, პესტიციდები, კოსმეტიკა და საწმენდი ფხვნილები. მნიშვნელოვანი როლი აქვს ნავთობის, წყლისა და გეოთერმულ ბურღვაში, როგორც ცემენტირების გამაადვილებელ დანამატს; გემის ფსკერის დაფარვასა და იზოლაციაში, როგორც საგოზავ პასტას; ნავთობის ნარჩენებითა და სხვა ზეთოვანი ნარჩენებით გამოწვეული წყლის დაბინძურების მოცილებაში, განსაკუთრებით ზღვებში; წყალსაცავებსა და ღია წყლის რეზერვუარებში აორთქლებით წყლის დანაკარგის შემცირებაში; შეფუთვის შემავსებლად; პლასტმასის ქაფისა და ფირფიტების დანამატად; ავეჯის, მათ შორის ბაღის სკამებისა და მაგიდების, იაფ და მსუბუქ პლასტმასის შემავსებლად; ხანძარსაწინააღმდეგო საიზოლაციო ფენად, განსაკუთრებით ფოლადის კონსტრუქციებში, და სხვ.
იცოდით, რომ პერლიტი ბანკნოტების წარმოებაში გამოიყენება? თქვენს საფულეში არსებული ერთ-ერთი ბანკნოტის დამზადებისას შესაძლოა ჩვენი პროდუქტი გამოიყენეს.